პარასკევს, 20 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდა დაიწყო. წინა დღის კლების ტენდენციის შემდეგ ეს საკმაოდ პოზიტიური ნიშანია.
ბიტკოინის კურსმა საგრძნობლად მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 18.600 დოლარის ზღვარს ასცდა და 18.638 დოლარზე დაფიქსირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკონის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 4.11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 7 დღის მანძილზე ფასის მატებას, კურსი 14.06%-ით არის გაუმჯობესებული.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინანტურობის მაჩვენებელი 66.1%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: დღეს, ალტკოინის კურსი 7.52%-ით გაიზარდა და ფასი საბოლოოდ 508 დოლარზე დაფიქსირდა. ეთერიუმის კურსი წინა კვირის მანძილზე საკმაოდ მერყევი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის ფასი ძირითადად 470-სა და 500 დოლარს შორის მოძრაობდა.
შეგახსენებეთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 ნოემბერს, დღის ბოლოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 521.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.