ხორვატიის Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის ასოციაცია ციფრული ვალუტის თვითრეგულაციის საკითხზე მუშაობს

0
2498

ხორვატიის Blockchain-სა და კრიპტოვალუტის ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების ცნიბიერების ამაღლება. ამასთანავე, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კრიპტოვალუტის რეგუალციის საკითხებზეც.

ორგანიზაციის მმართველი საბჭო უკვე შეხვდა ხორვატიაში საგადასახადო ადმინისტრაციის ცენტრალურ ოფისს. განსახილველი თემა იყო კრიპტოვალუტის დაბეგვრა, ინვესტიციის მოზიდვა, ICO და მაინინგის ბიზნესი.

ხორვატიის ბიტკოინ პორტალი წერს, რომ საგადასახადო ადმინისტრაციის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ღიად თანამშრომლობის შესახებ, რათა მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს საგადასახადო კანონმდებლობასთან.

ხორვატიის Blockchain-სა და კრიპტოვალუტის ასოციაციის დამფუძნებლები არიან Blockchain ტექნოლოგიის დეველოპერები, სპეციალისტები და ენთუზიასტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე, ეს ერთი შეხედვით ჩანს.

აღნიშნულ ორგანიზაციას 70-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ნიკოლა სკორიკი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ასევე, გახლავთ Bitcoin Group Zagreb-ის მფლობელი და კრიპტოვალუტის საბროკერო სამსახურის Electrocoin-ის დამფუძნებელი.

ხორვატიის ბიზნეს-გაზეთი Poslovni Dnevnik-ი იუწყება, რომ 25.000 ხორვატი ქვეყნის საზღვრებს გარეთ 4 მილიონის კრიპტო-ინვესტიციას ახორცილებს. ნიკოლა სკორიკის სურვილია, რომ მომდევნო 20.000 ხორვატმა ICO-ში ინვესტიცია ქვეყნის შიგნით განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ ხორვატიის კონონმდებლობა კრიპტოვალუტის მიმართ საკანონმდებლო ნორმებს არცთუ ისე, ნათლად განმარტავს.

“ჩვენ გვინდა, რომ თქვენი startup-ი ხორვატიულ კომპანიად დარეგისტრირდეს და რომ კაპიტალი ქვეყანაში დაგროვდეს. უნდა გაფართოვდეს “დატა ცენტრები” და ექსპერტებს, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა ამ ტექნოლოგიაზე დაკავებულები იყვნენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით”,- განაცხადა ნიკოლა სკორიკმა Poslovni Dnevnik-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, დიდ ბრიტანეთში შვიდი მსხვილი კრიპტოვალუტის კომპანია გაერთიანდა. გაერთიანებული კომპანიები გარდა, ციფრული ვალუტის თვითრეგულირებისა ასევე, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფულის გათეთრებისა და სხვა არალეგალური აქტივობის თავიდან ასაცილებლად იმუშავებენ. თუმცა, აღნიშნული საქმიანობა პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO) არ შეეხება.

იაპონიაში, მსგავსი თვითრეგულირების ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია. იაპონიის Blockchain ასოციაციისა და კრიპტოვალუტის ბიზნეს ასოციაციის ცნობით, ამ გაზაფხულზე კრიპტოვალუტის თვითრეგულაციის მექანიზმი ამოქმედდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი