ანალიტიკოსების ნაწილი ბიტკოინის ფასის მატებას პროგნოზირებს. თუკი ციფრული ვალუტის კურსმა მოიმატა სამიზნე დონე კვლავ 10.000 დოლარია.
როგორც კი ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს დასძლევს მომდევნო დონე 10.500 დოლარი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი კვლავ 9.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ღირებულება 10.000 დოლარზე გამყარებას ვერ მოახერხებს მოსალოდნელია, რომ ფასმა 9.600 დოლარამდე დაიწიოს.
Bloomberg–ის ერთ-ერთი ბოლო პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია. თუმცა როგორც პოსტშია აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 28.000 დოლარის დონემდეც კი მოიმატოს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19-მა ბიტკოინის, როგორც ციფრული აქტივის სიძლიერე აჩვენა. გარდა ამისა, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საუბარია ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ბიტკოინით დაინტერესების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.