ჩინური მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები სირთულეებს განიცდიან Blockchain პროგრამის განხორციელების დროს დაინტერესებული მხარეების მიერ კერძო საკუთრებაში არსებული მონაცემების გაზიარების გამო.
როგორც ცნობილია, 30-ზე მეტი Blockchain პროგრამა დაკავშირებულია პროვინციების ადგილობრივ მთავრობებთან. მათი მიზანია ტექნოლოგიის დამხარებით პლატფორმა შექმნან, რომელიც ადმინისტრაციულ მმართველობას გაუმჯობესებს.
თუმცა პროეტი ხარვეზებით მიმდინარეობს. ყველა არ თანხმდება ინფორმაციის გაზიარებაზე.
”იმის გამო, რომ არ არსებობდა პოლიტიკის მკაფიო ჩარჩო, მთავრობის თანამშრომლებს ჰქონდათ დაბრკოლებები. ასევე დაინტერესებულ მხარეებთან იყო კომუნიკაციის პრობლემა. Blockchain მართვის პლატფორმისთვის საჭირო მონაცემები მოიცავს ადგილობრივ საბანკო ანგარიშებს, დაზღვევას, ტელეკომუნიკაციებს და ა.შ. პლატფორმა სრულყოფილი უნდა იყოს, რათა მონაცემების დაკარგვის საფრთხე თავიდან ავიცილოთ”,-განაცხადა ზენგ დეშენგმა. ის, აგრეთვე, პროექტის მონაწილეა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ჰაიანის თავისუფალი ვაჭრობის რეგიონის მთავარი გეგმა მთავრობის ფუნქციონირებაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაა.
”ჩვენ მნიშვნელოვანი როლი უნდა მივანიჭოთ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მთავრობის სერვისის პლატფორმების სტანდარტიზაცია, სამთავრობო სერვისების გამარტივება, მონაცემების რეგულარული გაზიარება და სამთავრობო სერვისისა და მმართველობის გაუმჯობესება- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი”,-აღნიშნული იყო მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.