ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია სანოტარო საქმიანობაში Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1278

ჩინეთის სუზოუს პროვინციაში Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საპილოტე პროგრამა მუშავდება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, პროგრამა სანოტარო მიმართულებით განხორციელდება.

China Quality News-ის ცნობით, პროვინციის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს პროგრამა მილიონობით მოქალაქეს იურიდიულ და სამთავრობო უწყებებზე მარტივი და უსაფრთხო წვდომის საშუალებას მისცემს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ჰაიანის თავისუფალი ვაჭრობის რეგიონის მთავარი გეგმა მთავრობის ფუნქციეონირებაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაა.

ზოგადად Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გეგმები სამთავრობო ინსტიტუტებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში ეხმარება.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი, სამეცნიერო, სტანდარტიზირებული და ეფექტური თავისუფალი სავაჭრო პორტის მართვის სისტემის შექმნას.

”ჩვენ მნიშვნელოვანი როლი უნდა მივანიჭოთ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მთავრობის სერვისის პლატფორმების სტანდარტიზაცია, სამთავრობო სერვისების გამარტივება, მონაცემების რეგულარული გაზიარება და სამთავრობო სერვისისა და მმართველობის გაუმჯობესება- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი”,-აღნიშნული იყო მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი