ჰონგ-კონგში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად ვითარდება

0
1345

ბოლო კვლევების მიხედვით, ჰონგ-კონგში გასული წლის მონაცემებით, fintech კომპანიების თითქმის 40% Blockchain სექტორში მუშაობს.

ჰონგ-კონგის ფინანსური სერვისებისა და ხაზინის ბიუროს ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ყოველწლიურად ციფრული ტექნოლოგის კომპანიების რაოდენობა იზრდება.

Blockchain ტექნოლოგიით ჰონგ-კონგის დე-ფაქტო ცენტრალური ბანკი აქტიურად იყოს დაინტერესებული.

დაახლოებით ორი წლის წინ ჰონგ-კონგის საფინანსო წარმომადგენელსა და Ping Group-ის შვილობილ fintech კომპანია OneConnect-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება იყო.

ამასთანავე, პროექტის ძირითადი არსი დროისა და ბიუროკრატიის შემცირებაში მდგომარეობდა.

როგორც, Financial Times-ი წერდა, Blockchain-ის გამოყენებით, ტრანზაქციების ხანგრძლივობა დღეების ნაცვლად 24 საათი იქნებოდა.

Global Media Blockchain Alliance-ი ჰონგ-კონგში ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის უკვე Blockchain ტექნოლოგიას იყენებს.

2018 წლის Global Media Blockchain სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა მედიის უნიკალური როლი, რომელმაც საზოგადოებისთვის უნდა უზრუნველყოს სწორი ინფორმაციის მიწოდება Blockchain ინდუსტრიის შესახებ.

Global Media Blockchain Alliance-ი 100-ზე მეტ მედია საშუალებას აერთიანებს.

“Blockchain ტექნოლოგია ახალ სოციალურ ცვლილებებს მოიტანს”,- განაცხადა Global Media Blockchain Alliance-ის გენერალური მდივანი დინგ ლაიბინი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი