დევიდ ველაიდი: აშშ-მ ციფრული ვალუტის პროექტი უნდა დააჩქაროს

0
1577

კომპანია JOBS Act-ის ხელმძღვანელი, დევიდ ველაიდი მიიჩნევს, რომ ჩინური ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანი აქტივი არ იქნება. მას არ სჯერა, რომ ციფრული იუანი ჩინეთის გარეთ მოთხოვნადი გახდება.

თუმცა მისი აზრით, აშშ-ს მთავრობამ ციფრული დოლარის გამოშვება უნდა დააჩქაროს.

”მე ვფიქრობ, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა გააკეთოს. და მგონია, რომ ამერიკამ ეს ყველაზე ადრე უნდა გააკეთოს. მე ასევე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი არ არის დაინტერესებული ჩინური ციფრული ვალუტით. მიზეზი მარტივია, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არ არის თავისუფალი ქვეყანა. უამრავ ჩინელ მოქალაქეს დროდადრო ქვეყნის დატოვება მთავრობის “თვითნებური ბუნების” გამო უხდება”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს დევიდ ველაიდმა.

გარდა იმისა, რომ დევიდ ველაიედმა ბარაკ ობამას მმართველობის დროს კანონმდებლობის მიღებაში ორმხრივი მხარდაჭერა მიიღო, ის აგრეთვე NASDAQ–ის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ამჟამად, დევიდ ველაიდი მართავს საკუთარ დეცენტრალიზებულ საინვესტიციო ბანკს, რომელიც კრიპტო და Blockchain კომპანიებს განვითარებაში ეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი