ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში არალეგალური მაინინგის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

0
1451

ჩინელმა სამართალდამცავებმა ბიტკოინის მაინინგის არალეგალური ოპერაცია აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედია საშუალების, Beijing News-ის ცნობით, სამართალდამცავებმა უკანონო მაინინგისთვის ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ დაკინგში ეჭვმიტანილები დააკავეს.

თავდაპირველად პოლიციას ადგილობრივმა ნავთობკომპანიამ მიმართა. კომპანიის განცხადებით, ისინი დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას კარგავდნენ.

გამოძიების დაწყების შემდეგ კომპანიასთან ახლოს პოლიციელებმა მაინინგის ფერმა იპოვეს.

ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება, რომ ამ კვირის დასაწყისში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ბიტკოინის მაინინგის აპარატურა ჰელონგჯაინგის პროვინციაშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში არალეგალური მაინინგის არაერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მაგალითად, 2019 წლის სექტემბერში ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა თხუთმეტი ადამიანი დააკევს. დაკავებულები ეჭვმიტანილები იყვნენ კრიპტოვალუტის მაინინგის არასანქცირებულ წარმოებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულები ინტერნეტ-კაფეების ადმინისტრატორები იყვნენ.

ადგილობრივი კრიპტო ინდუსტრიის საინფორმაციო გამოშვებამ, 8BTC-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ჰუნანის პროვინციის სამხრეთ-ცენტრში კორუფციული ჯგუფი ამხილა.

გამოძიების შედეგად, გაირკვა, რომ ჯგუფს ქსელი ჰქონდა შექმნილი, რომელშიც 9000–ზე მეტი კომპიუტერის მომხმარებელი მონაწილეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი