ჯონ მაკაფი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებულ თავის წინა პროგნოზს ხუმრობას უწოდებს

0
1345

ინვესტორი ჯონ მაკაფი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით თავისი წინა პროგნოზს უბრალო ხუმრობას უწოდებს.

როგორც წესი, ჯონ მაკაფი კრიპტოვალუტის მიმართ ყოველთვის პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. მისი ადრინდელი პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს ბიტკოინის ფასი 1 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა.

ამჟერად, ჯონ მაკაფი თავის ამ პროგნოზს ხუმრობას უწოდებს. ამ პროგნოზის აბსურდულობაში საზოგადოების დასარწმუნებლად ჯონ მაკაფიმ გამოიყენა მთლიანი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მშპ, რათა აეხსნა თავისი განცხადება.

”თუ ბიტკოინი ოდესმე 1 მილიონ დოლარს მიაღწევს, მისი საბაზრო კაპიტალი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მთლიანი შიდა პროდუქტი”,- აღნიშნა ინვესტორმა.

აღსანიშნავია, ვიტალიკ ბუტერინის კომენტარი ჯონ მაკაფის პროგნოზზე. ეთერიუმის თანადამფუძნებლის აზრით, ბიტკოინის შესახებ ყველაზე არაზუსტი ჯონ მაკაფის მოსაზრება იყო.

ამასთანავე, ეთერიუმის შემქმნელმა, ვიტალიკ ბუტერინმა სოციალურ ქსელში ბიტკოინის კურსის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი განცხადებით, 2020 წელი ბიტკოინისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი