ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ მიუხედავად საპილოტე პროექტისა, ოფიციალური ციფრული იუანის გაშვების შესახებ გრაფიკი ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული.
დღეს ცენტრალური ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპილოტე პროექტი რუტინული სამუშაოს ნაწილია. ოფიციალური გრაფიკი კი ჯერ შემუშავებული არ არის.
ამასთანავე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის სატესტო ვარიანტის გაშვება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ “ციფრული იუანი” წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვება.
ბანკის განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, ადგილობრივმა მედიამ დაწერა, რომ ჩინეთმა შესაძლოა დააჩქაროს ციფრული ვალუტის გამოშვება, რათა აშშ-ს ფინანსური სანქციების დაძლევა შეძლოს. საქმე COVID-19 ახალ ტალღას და ეპიდემიის ეფექტურ მართვასაც ეხება.
ბანკის მიერ გამოსაშვებმა ციფრულმა ვალუტამ ასევე გავლენა უნდა იქონიოს COVID-19 ეკონომიკური ზიანის შემცირებაზეც.
Blockchain კომპანიის დამფუძნებელი ქაო ინი კი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკის კონტროლირებადი ციფრული ვალუტა მთავრობას საშუალებას მისცემს ეჭვგარეშედ მიიღოს სხვადასხვა კომპანიის ტრანცზაქციებზე ინფორმაცია.