ლიეტუვა საბანკო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1360

ლიეტუვას ბანკმა თავისი გრძელვადიანი გეგმები გაამჟღავნა. როგორც ცნობილი გახდა, ბანკი Blockchain პლატფორმის შექმანს აპირებს.

26 მაისს, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ LBChain პროექტი დასასრულს უახლოვდება.

LTChain პლატფორმის შექმნით ბანკი სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტთან ითანამშრომლებს.

ლიტვის ბანკი LBChain-ის სრული დატვირთვით ამუშავებას 2020 წლის შემოდგომისთვის გეგმავს.

გარდა Blockchain პროექტისა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე მუშაობს.

ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს ლიეტუვას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავდა. პროექტის სავარაუდო თარიღად კი 2020 წელი დასახელდა.

მაშინ ისიც გახდა ცნობილი, რომ მონეტა მიეძღვნება ლიეტუვას დამოუკიდებლობის აქტს, 1918 წლის 16 თებერვლის მოვლენას. აქტის წლის პატივსაცემად, მონეტას 19,18 ევროს ღირებულება ექნება.

ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის, მარიუს ურგილასის აზრით, ეს პროექტი ერთგვარი წახალისება იქნებოდა ახალგაზრდებისთვისაც, რადგანაც ისინი მარტივად მოახდენდნენ ინტეგრირებას ახალ, ციფრულ ტექნოლოგიებთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი