ჩინეთში სხვადასხვა მედია საშუალებამ შექმნა კავშირი, რათა ერთი საერთო საინფორმაციო განყოფილება ჩამოყალიბდეს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია საინფორმაციო სისტემა Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.
12 ჩინურმა მედია ორგანიზაციამ, რომელიც შედგება ტელევიზიის, ადგილობრივი გაზეთების, რადიოსადგურებისა და ინტერნეტ მედიისგან Blockchain-ზე დაფუძნებულ ახალი ამბების სისტემა შექმნა.
China Email-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჯგუფი შედგება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული მედია კომპანიებისგან.
ალიანსის შექმნა ინფორმაციის უსაფრთხო გავრცელებას და ყალბი ახალი ამბებისგან თავის დაცვას უკავშირდება.
ალიანსში გაწევრიანებულია ისეთი მედია ჯგუფები, როგორიც არის: Beijing Time, Hubei Radio, Shanghai Poster Industry Group News, Guizhou Daily, Tianyamn News და Yunbao News.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის Global Media Blockchain სამიტზე, რომელიც ჰონგ-კონგში ჩატარდა ხაზგასმით აღინიშნა მედიის უნიკალური როლი, რომელმაც საზოგადოებას ინფორმაცია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით უნდა მიაწოდოს.
Global Media Blockchain Alliance-ი 100-ზე მეტ მედია საშუალებას აერთიანებს.