საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევრო დატესტა

0
1885

საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს პირველი წარმატებული გამოსაცდელი პერიოდის შესახებ განაცხადა.

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ციფრული ევრო წარმატებით დატესტა. როგორც ცნობილია, ციფრული ევრო Blockchain ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული.

ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, 14 მაისს შემოწმდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შესაძლებლობა, რაც უფრო ძლიერი ტესტირების დაწყებაზე მეტყველებს.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ექსპერიმენტების პროგრამა, რომელიც ბანკის ციფრული ვალუტის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ იყო მიმართული.

ექსპერიმენის მიზანი იყო შეესწავლა ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებელი და ასევე შეეფასებინა საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მეირმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა განიხილოს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა.

ჰელსინკში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ბრუნო ლე მეირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი სერიოზულად განიხილავს ევროპული საჯარო ციფრული ვალუტის პოტენციალს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი