რუსეთში ინვესტორისგან 100 ბიტკოინის მოპარვა სცადეს

0
3162

მოსკოვში დაუდგენელმა პირმა კრიპტოვალუტის ინვესტორის გაძარცვა სცადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილს 1 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მოპარვა სურდა.

მედიის ცნობით, დაზარალებულისგან მძარცველი ითხოვდა, რომ დაუყოვნებლივ განეხორცილებინა ტრანზაქცია.

მას შემდეგ, რაც ინვესტორმა უარი თქვა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ცნობილია, მსხვერპლი 100 ბიტკოინის მფლობელია.

ამჟამად, ინვესტორის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია კი, ცდილობს მოვლენების თანმიმდევრობა დაადგინოს და საქმე გამოიძიოს.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების ყურადღების ცენტრშია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2012 წლის დეკემბერში კრიპტოვალუტის კრიმინალურ საქმიანობაში ჩათრევის პოტენციალი, მათ შორის მთავრობის წევრების მხრიდანაც, დაინახა.

რაც შეეხებათ უკრაინაში მომუშავე ბირჟებს, EXMO-სა და CEO Pavel Lerner-ს, მათ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი