ინდოეთი კანადის დახმარებით Blockchain-ის განვიათარებაზე ზრუნვას იწყებს

0
2264

ინდოეთის ეროვნული ასოციაციის პროგრამული სერვისების კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს კანადის Blokchain-ის კვლევით ინსტიტუტთან. მემორანდუმი მიზნად ისახავს Blockchain-ის შესახებ მეტი ინფორმაცის მიღებასა და პროგრამირების მხრივ, სათანადო მომზადების გავლას.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ინდოეთის ეროვნული ასოციაციის პროგრამული სერვისებისა და კანადის Blokchain-ის კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ცენტრის დაარსება ინდოეთში. ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველანაირი ინფორმაციის მიღება Blokchain ტექნოლოგიის შესახებ.

“ჩვენ გვჯერა, რომ Blockchain-ი ტრანსფორმაციული ტექნოლოგია არის ბიზნესისათვის. აუცილებელია, რომ ჩვენ ადამიანებს დავანახოთ აპლიკაციის შესაძლებლობა და სტრატეგია. ამასთანავე, ეს საშუალებას მისცემს კომპანიებსა და მთავრობებს კაპიტალი ჩადონ Blokchain ტექნოლოგიაში”,- განაცხადა ინდოეთის ეროვნული ასოციაციის პროგრამული სერვისების კომპანიების თავმჯდომარემ რამან როიმ.

კანადის Blockchain-ის კვლევითი ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა დონ ტაპსკოტმა პარტნიორებთან ურთიერთობისას აღნიშნა: “ჩვენ ინდოეთი უნდა “გამოვაღვიძოთ”, უნდა ვაჩვენოთ Blockchain-ის ძალა”.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარს კრიპტოვალუტის შესახებ, რომელმაც ციფრული ვალუტა არალეგალურ აქტივად გამოაცხადა მალე კრიპტოვალუტის აკრძალვაც მოჰყვა. ამ ყველაფერმა კი, კრიპტოვალუტის ბაზრის სერიოზული კრიზისი გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი