CoolBitX-ის დამფუძნებელი მაიკლ ოუ მიიჩნევს, რომ აზიის მარეგულირებლები ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციას ითვალისწინებენ.
აქედან გამომდინარე, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს შეიძლება ჰქონდეთ საუკეთესო რეგულაციები ფინანსური სამოქმედო ჯგუფის მითითებების შესაბამისად.
მთავარი რეკომენდაცია არის იმ მითითების შესრულება, რაც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ციფრული ვალუტის ბირჟები ვალდებულები არიან მომხმარებლის ვინაობის ნამდვილობა შეამოწმონ.
მომხმარებლის ვინაობის ნამდვილობის დადგენა გამორიცხავს ტერორისტთა და ნარკოვაჭართა მიერ კრიპტოვალუტის ბოროტად გამოყენებას.
5 მარტს, სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო შესწორებული კანონპროექტი სპეციალური ფინანსური გარიგებისა და ინფორმაციის გამოყენების შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის უსაფრთხოების სისტემის შემოღებაზე.
შესაბამისად, ბირჟები ვალდებულნი იქნებიან დაემორჩილონ მარეგულირებლის მოთხოვნებს. მარეგულირებლის ძირითადი მოთხოვნა კი არის, რომ ტრანზაქციების ლეგალურობა შემოწმებადი იყოს.
ამ ეტაპზე როგორც ცნობილია კანონის დარღვევა 5 წლამდე პატიმრობით ან 42,000 აშშ დოლარის ჯარიმით ისჯება.
რაც შეეხება სინგაპურს: სინგაპურში მოქმედი ბირჟები მარეგულირებლის მხრიდან ლიცენზიის მიღების შემდეგ იწყებენ მუშაობას.