კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1474

ციფრული ვალუტის ბაზარი ბოლო რამდენიმე დღეა მცირე რყევებს განიცდის.

ბიტკოინი

7 მაისს ბიტკოინის კურსი 9.456 აშშ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო დღეს კი ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარაზე დაფიქსირდა. თუმცა კრიპტოვალუტამ პოზიცია დიდხანს ვერ შეინარჩუნა და კვლავ 9.000 დოლარის დონეს დაუბრუნდა.

ამჟამად ბიტკოინის კურსი 8.810 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინი 9.000 დოლარის დონეს დაუბრუნდება, ეს ნამდვილად პოზიტიური ნიშანი იქნება. ამის შემდეგ მომდევნო სამიზნე ფასი კვლავ 10.000 დოლარი რჩება.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ბიტკოინის კურსი 9.000 დოლარის დონეს დასძლევს.

ეთერიუმი

ორი დღეა, რაც ეთერიუმის კურსი 200 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. თუმცა გუშინ დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 191 დოლარს შეადგენდა.

ამჟამად კურსი 189 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, კლების ტენდენცია შესაძლოა, გაგრძელდეს. თუკი ალტკოინის კურსმა დაიკლო მომდევნო დონე 185 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

რიპლი

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რიპლის ფასი 0.20-სა და 0.22 დოლარს შორის მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი მოიმატებს მომდევნო სამიზნე დონე 0.23 დოლარი იქნება. ეს არის პოზიცია, რომელზედაც ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას რეკომენდირებენ.

ფასის კლების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსმა 0.17 დონემდე დაიკლოს.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 230 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კვირის მანძილზე ალტკოინის ფასი შემცირდა, მაგრამ კლების ძლიერი ტენდენცია არ ფიქსირდება.

ანალიტიკოსები მოსაზრების თანახმად, ბიტკოინ Cash-ის ფასი 250 დოლარამდე გაიზრდება. ეს იქნება ის პოზიტიური ნიშანი, რომელიც ტრეიდერებმა უნდა გამოიყენონ.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასმა კლება განაგრძო მოსალოდნელი დონეა 226 დოლარი. ამ დროს ანალიტიკოსები არსებული პოზიციების შენარჩუნებას რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ბოლო დღეების განმავლობაში ლაიტკოინმა 43 დოლარზე პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა. თუმცა ამ ეტაპზე კურსი 42 დოლარია. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია ფასის 50 დოლარამდე გაზრდა.

მეორეს მხრივ, თუკი ლაიტკოინის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ 42 დოლარაზე ქვემოთ აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ლაიტკოინის ფასის ნიშნული 43 დოლარის ზღვარს დასძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი