პარასკევს, 4 ივნისს კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირებულია.
Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების უმრავლესობამ კურსის კლების ტენდენცია აჩვენა.
რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს:
ბიტკოინმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6%-ით დაიკლო. ამ ეტაპისთვის, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით, 36.841 დოლარს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა კურსის ვარდნის ტენდენცია მაისის დასაწყისში აჩვენა, რა დროსაც ფასი 60.000-დან 30.000 დოლარამდეც კი დაეცა.
ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 41.9%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ეთერიუმის ფასის კლებაც. ალტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 5.20%-ით შემცირდა. ფასმა კი 2.668 აშშ დოლარი შეადგინა.
4 ივნისის Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერჯერობით ისევ ტრილიონს ზემოთ არის მოქცეული. კონკრეტულად კი კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ტრილიონ 645 მილიარდ დოლარს შეადგენდა.