28 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
816

სამშაბათს, 28 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვირაში ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად არის მომატებული. მიუხედავად მცირე დანაკარგებისა, 28 მაისს ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

მას შემდეგ, რაც 27 მაისს ბიტკოინის ფასი ძალიან მიუახლოვდა 9.000 დოლარის ნიშნულს კურსმა კლება დაიწყო.

ამ დროს ბიტკოინის ფასი 8.732 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 0.17% დაკარგა.

რაც შეეხება ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 1.61%-ით გაიზარდა. დღის მანძილზე ეთერიუმის ფასის ნიშნული 272 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში ეთერიუმის ფასის შემცირებაც დაფიქსირდა. ამ დროს კრიპტოვალუტის კურსი 264 დოლარზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 273.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი