24 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1909

ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ფასები ბოლო 10 დღის ფონზე შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსებს მცირე ცვლილებები არ განუცდია.

ბიტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 0.24%-ით გაიზარდა და დღის ბოლოს 6.490 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. ბიტკოინი ბოლო პერიოდია მცირე რყევებს განიცდის. ციფრული ვალუტის კურსი დაახლოებით, 6.400-დან 6.500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 15 ოქტომბრის შემდეგ ბიტკოინის ფასი მეტნაკლებად დასტაბილურდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი 1.87%-ით გაიზარდა. საბოლოოდ კი, ალტკოინის ფასი 204 დოლარაზე დაფიქსირდა. ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც სტაბილურია. ბოლო 10 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 200-დან 210 დოლარამდე მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი