ხუთშაბათს, 20 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზრები ზრდის ტენდენციას აჩვენებდა.
არასტაბილური კვირის შემდეგ, გუშინ ღამე, ბიტკოინმა 6,400 დოლარის ნიშნულს გადაჭარბა. ფასმა ამ შემთვევაშიც იმერყევა და საბოლოოდნ 410 დოლარზე შეჩერდა.
ბიტკოინის კურსის ზრდა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.8%-ით განხორციელდა.
კვირის განმავლობაში უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის მოგება 1.1%-ს შეადგენს. ამასთანავე, თვიური დანაკარგი 1.2%-ია.
რაც შეეხება ეთერიუმს: ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ, რაც ეთერიუმის ფასები ჯერ შემცირდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ზრდა დაიწყო ამის ფონზე ფასები საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განამვლობაში 2.6%-ით გაუმჯობესდა და საბოლოოდ კურსმა 211 დოლარის დონეს მიაღწია.
ყოველკვირეულ ჩარტში, ეთერიუმის მოგება 16%-ს შეადგენს. ამის ფონზე კვლავ მაღალია დანაკარგების მაჩვენებელია, რომელიც 29.15%-ია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 20 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 203.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.