ჩრდილოეთ ამერიკის ჰეჯ-ფონდები კრიპტო-ცნობისმოყვარე ინვესტორების ავანგარდში იმყოფებიან. თუმცა მათ არც ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ფონდები ჩამორჩებიან. ხუთი წლის განმავლობაში ფონდები თავიანთი აქტივების 6.8%-ის ფლობას კრიპტოვალუტაში მოელიან.
მსოფლიოში ჰეჯ-ფონდების 100 მთავარი ფინანსური ოფიცრის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექტორი კრიპტოვალუტების ზემოქმედების მნიშვნელოვან ზრდას უახლოეს პერიოდში ელოდება.
Intertrust-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სექტორის ზრდის შემთხვევაში, გლობალური ჰეჯ-ფონდების მიერ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები შეიძლება 312 მილიარდ დოლარს შეადგენდეს. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ფონდები კრიპტოვალუტაში მათი პორტფელის გაზრდას 10.6%-მდე ელოდებიან.
ეკონომიკაში ინფლაციური ტენდენციების ფონზე ჰეჯ-ფონდის ისეთი მენეჯერი, როგორიცაა პოლ ტიუდორ ჯონსი, ამჟამად, ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.
SkyBridge Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენტონი სკარამუჩი, ანალოგიურად აფასებს ბიტკოინის პოტენციალს. ის მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ოქროზე ღირებულია.