ყოფილი კონგრესმენი: რეგულაციის დროს ყველა დეტალი გათვალისწინებული უნდა იყოს

0
1303

აშშ-ს კონგრესის ყოფილი წევრი, ჰაროლდ ფორდი აცხადებს, რომ კონგრესს კრიპტოვალუტების რეგულირების დროს ყველა ნიუანსი გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს.

CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰაროლდ ფორმა აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა და მარეგულირებელმა ერთად უნდა შეიმუშავონ მკაფიო სისტემა.

ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის აზრით, მარეგულირებლის მხრიდან სიცხადის არარსებობა უკვე ზიანს აყენებს ინოვაციას. ამასთანავე, ფორდი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყანა, როგორიცაა ბელორუსია, მალტა, ბაჰრეინი და გიბრალტარი უკვე მუშაობენ მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე, რათა ქვეყანაში ინოვაციის განვითარებას ხელი შეუწყონ.

”შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაკარგოს კონკურენციის უპირატესობა. ახლა უკვე ქვეყნის მარეგულირებელს აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს ინდუსტრიასთან ერთად, არა მის წინააღმდეგ”,- განაცხადა ჰაროლდ ფორდმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის განცხადება. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ფრთხილად ეპყრობა ციფრული ვალუტების მონიტორინგს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი