ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ჯოზეფ ლუბინმა განაცხადა, რომ ეთერიუმის წილი გლობალურ ეკონომიკაში 10-ჯერ უფრო მეტი გახდება. ეს კი დაახლოებით 10-დან 20 წლამდე მოხდება, როდესაც Blockchain ტექნოლოგია ყველა სფეროს სრულად მოიცავს.
ამის შესახებ ჯოზეფ ლუბინმა განცხადება ერთ-ერთ კონფერენციაზე გააკეთა.
იმავე კონფერენციის დროს ლუბინმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით არ არსებობს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელიც Blockchain-ის გამოყენებით არის დაინტერესებული.
რამდენიმე კვირის წინ კი მედიით გავრცელდა ეთერიუმის მეორე დამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ ბიტკოინის შეზღუდვებს ეთერიუმი მოაგვარებდა.
Business Insider-თან ინტერვიუს დროს ბუტერინმა აღნიშნა, რომ ბიტკოინს გარკვეუული შეზღუდვები ჯერ კიდევ აქვს. ეთერიუმი კი სმარტფონს ჰგავს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს თითქმის ყველანაირი სახის აპლიკაცია.
უფრო ადრე კი, 2018 წლის დეკემბერში BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეისმა განაცხადა, რომ ICO-ს ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზრდებოდა ეთერიუმის ღირებულებაც.
“თუკი პირველადი მონეტარული შეთავაზების ბაზარი 18 თვეში გაიზრდება ეთერიუმი ისევ “აგრესიულად” დაიწყებს ვაჭრობას”,- აღნიშნა არტურ ჰეისმა.