ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული დაჯგუფება თავდასხმაში ეჭვმიტანილია.
ცნობილი ჩრდილოეთ კორეული ჰაკერული დაჯგუფება, Harmony-ს პროტოკოლიდან 100 მილიონი დოლარის მოიპარვაშია ეჭვიმიტანილი.
Blockchain-ის ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მოხსენების თანახმად, Harmony’s Horizon bridge-ის გატეხვის წესი და მოპარული ციფრული ვალუტების გათეთრება ჰგავს Lazarus Group-ის სხვა თავდასხმებსა და სპეციფიკას.
Elliptic-მა ზუსტად აღწერა, თუ როგორ განხორციელდა ძარცვა და აღნიშნა, რომ The Lazarus Group-ის მიზანი Harmony პროტოკოლის, აზიის და ოკეანიის ფილიალების თანამშრომლების ხელთ არსებული შესვლის სერტიფიკატები იყო.
ამ უკანასკნელის საშუალებით ისინი უსაფრთოხების პროტოკოლის გვერდის ავლას ახერხებდნენ, რის შემდეგაც ავტომატური გათეთრების პროგრამებს აბამდნენ ქსელს, რის შემდეგაც გათეთრებულ ფულს ღამის გამნავლობაში რიცხავდნენ საკუთარ ანგარიშებზე.
Elliptic-მა ასევე აღნიშნა, რომ ჰაკერებმა ეთერიუმზე დაფუძნებულ „მიქს სერვის“ პლატფორმა Tornado Mixer-ს, უკვე გადასცეს 100 მილიონის 40% პროცენტი.
აღნიშნული პლატორმა ფარავს ტრანზაქციის მონაცემებს და უკიდურესად აფერხებს სახსრების მოძრაობის თვალყურის დევნებას.