ჩინეთის მთავრობის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის წინადადება გააჟღერა. როგორც იდეას ავტორმა განმარტა, ეროვნულ კრიპტოვალუტას რეგულაციის განსხვავებული სისტემა ექნება.
ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მონაწილემ ვონგ პენგჯიმ წინადადება წამოაყენა, რომ ჩინეთის სახალხო ბანკმა და ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ Blockchain-ი და ციფრული ვალუტა უნდა შექმნან. ვონგ პენგჯის ეს იდეა ეროვნულ დონეზე ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.
ვონგ პენგჯის მთავარი შენიშვნები ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვას უკავშირდებოდა. მან კონფერენციაზე ისეთი კრიპტოვალუტების, როგორებიცაა: ეთერიუმის, ბიტკოინის, ლაიტკონის ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ციფრული ვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ ჩინეთის ყველაზე მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერის Tencent-ს გადააჭარბა. ამიტომ, ჩინეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს Blockchain-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს. მან ასევე გაიხსენა სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის რეგულაციები და ის ფაქტი, რომ Nasdaq-ი განიხილავს ბიტკოინის “ფიუჩერსებით” ვაჭრობას.
“ინტელექტუალური საკუთრების რაიმე სახის ნაკლი ჩინეთის ფინანსური უსაფრთხოებისათვის არ იქნება კარგი”,- განაცხადა პენგჯიმ იმ საკითხებზე საუბრისას, რომელიც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის შესახებ მომხმარებელთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა.
თაღლითური ფაქტების თავიდან არიდების გარდა, ვონგ პენგჯი მიიჩნევს, რომ სისტემის შესახებ ინვესტორებს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
“ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც კომპანიებსა და ინდივიდუალურ ინვესტორებს მოიზიდავს”,- დასასრულს, აღნიშნა ვონგ პენგჯიმ.