2020 წლის ჩინეთის Blockchain ინოვაციების რანჟირების შესახებ მედიით ინფორმაცია გავრცელდა.
2020 წელს ჩინეთის Blockchain ინოვაციების რეიტინგში პეკინი ჩინეთის მთავარ Blockchain ქალაქად დასახელდა.
რეიტინგი ჩინეთის საერთაშორისო ბაზრობაზე ვაჭრობის სერვისის სამიტზე გამართულ სპეციალურ სესიაზე გამოვლინდა. ჩინეთის ფინანსური მონაცემებით, პეკინს ჰქონდა 99,82 ქულა, ხოლო შენჟენს – 91,2 ქულა.
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ შანხაის მხოლოდ 88 ქულა აქვს.
უნდა აღინიშნოს რომ, ივლისში, პეკინის მუნიციპალურმა მთავრობამ გამოაქვეყნა 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც დააჩქარებს ტექნოლოგიების განვითარებას და დანერგვას. პეკინს კი Blockchain ტექნოლოგიის გლობალურ და ეროვნულ ცენტრად გადააქცევს.
პეკინის Blockchain ინოვაციების განვითარების სამოქმედო გეგმა 2020–2022 წწ უკვე აქვს. გეგმა ქალაქის განზრახვას ასახავს, გაიმყაროს თავი, როგორც გლობალურმა ლიდერმა და კერძო Blockchain ინოვატორმა.
ჩინეთმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შენჟენი ასევე იყო პირველი ქალაქი ქვეყანაში, რომელიც ბიზნესს Blockchain ტექნოლოგიის ადაპტაციაში დაეხმარა და ასევე ხელი შეუწყო Blockchain პროგრამების ფინანსურ სექტორში განთავსებას.