ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა რიპლისთან ერთად Blockchain-ის კვლევის პროგრამა დაიწყო

0
1609

ჩინეთის უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის კვლევის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო. უნივერსიტეტის პროექტს მხარს რიპლი უჭერს.

პეკინის ცინგუას უნივერსიტეტში რიპლისთან თანამშრომლობის საფუძველზე კვლევითი სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობას 2019 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ.

პროექტის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის შესწავლა და განვითარება. პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ Blockchain სივრცეში ამ ეტაპზე არსებულ ყველანაირ ცოდნას დაეუფლონ.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამა სტუდენტებს ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებაშიც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივნისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიპლიმ 50 მილიონი დოლარის დონაცია Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის შესწავლისთვის განახორციელა. ამასთან დაკავშირებით რიპლიმ საზეიმოდ გახსნა უნივერსიტეტი. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევითი ცენტრი 17 უნივერსიტეტს აერთიანებს.

გარდა ამისა, ნოემბერში ტოკიოს უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი გახსნა. კურსის გახსნა რამდენიმე კომპანიამ დააფინანსა.

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ტოკიოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს საინჟინრო კურსი იქნებოდა, რომელიც ინოვაციურ Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლიდა. როგორც ცნობილია, კურსი სამწლიანია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი