ჩინეთი ციფრული იუანის ტესტირებას აგრძელებს

0
1445

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული იუანის გარიგებები Xiong’an New Area-ში განახორციელა.

ჩინეთი პროგრესირებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირებით. ამ ეტაპზე ციფრული იუნით ხელფასების გადახდა მოხერხდა.

Xiong’an New Area-ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ჩინეთის სახალხო ბანკმა წარმატებით დაასრულა ქვეყნის ციფრული იუანის სახელფასო ანაზღაურება.

ტესტირების დროს გამოყენებულ იქნა Blockchain-ზე დაფუძნებული გადახდის პლატფორმა Xiong’an-ში სატყეო სამუშაოებზე მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების გადასახდელად.

განცხადების თანახმად, Blockchain-ზე დაფუძნებული ხელფასების ანაზღაურებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ხელფასის ანაზღაურების პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის Blockchain ტექნოლოგიის ციფრულ იუანთან პირველი კომბინაცია.

შეგახსენებთ, რომ Xiong’an იყო ოთხი რეგიონიდან პირველი, რომელმაც ჩინეთის სტაბილკოინის პილოტირება 2020 წლის აპრილში დაიწყო.

ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა, ჩინეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქვეყნის სტუმრებს სტაბილკოინის გამოყენებას შესთავაზებს.

”მომავალი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ვცდილობდით, რომ ელექტრონული იუანი ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ საერთაშორისო სპორტსმენებისთვისაც და იყოს სტუმრებისთვისაც მისაღები”, – აღნიშნა ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი