COVID შეზღუდვები ციფრული იუანის ფართოდ გავრცელებას ხელს უშლის

0
948

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID შეზღუდვები პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციფრული იუანის გავრცელებას ხელს უშლის.

მიუხედავად იმისა, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს და დამხმარე პერსონალს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ადგილზე გადაიხადონ და ციფრული ვალუტა გამოიყენონ, ჩინეთის CBDC-ის საერთაშორისო საცდელი პროგრამა პანდემიის გამო დაბრკოლებებს აწყდება.

როგორც ცნობილია, ოლიმპიური თამაშების მონაწილეებიც და დამხმარე პერსონალიც გამოყოფილი არიან მოსახლეობისაგან და ცალკე იმყოფებიან, რათა COVID-19-ის გავრცელება თავიდან იქნეს აცილებული.

მთავრობისა და ცენტრალური ბანკისათვის ოლიმპიადა არის ციფრული იუანის დატესტვის საშუალება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდოს. შესაბამისად, ციფრული იუანის ტესტირება შეფერხებით, არასრული ძალით მიმდინარეობს.

„ოლიმპიური თამაშები იქნებოდა პირველი რეალური შანსი ტურისტებისთვის და ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომ გაეცნონ ციფრულ იუანს, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, როდესაც ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა მკაცრად შეეზღუდა მაყურებლების რაოდენობა“, – განაცხადა დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსმა თანამშრომელმა, კრეიგ სინგლტონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი