ჩინეთის მთვარობამ ერთ-ერთ პროვინციაში მაინინგის ოპერაციები შეაჩერა

0
1116

ჩინეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მოპოვების ინდუსტრიაზე “თავდასხმას” განაგრძობს. მაინინგის ოპერაციები ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში შეჩერდა.

ანჰუის, ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის ხელისუფლებამ ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“მთელი რიგი ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის დეფიციტის მოსაგვარებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაინინგის ოპერაციები შეჩერებულია”,- იტყობინება ადგილობრივი სააგენტო, Hefei Online-ი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩინელმა კრიპტო ჟურნალისტმა, კოლინ ვუმ განაცხადა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ქსელის კორპორაციამ გაავრცელა შეტყობინება ქვეყნის ყველა კუთხეში ციფრული ვალუტის მოპოვების დახურვის მოთხოვნით.

ანჰუის ძალისხმევის ფარგლებში ენერგიის მოხმარების აღსაკვეთად, პროვინცია გეგმავს კრიპტომოპოვების პროექტების დახურვასა და ახალი ინიციატივების შემოწმებას.

ადგილობრივი ხელისუფლება ასევე გეგმავს ახალი პრაქტიკის მიღებას მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის და ასევე ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ფასების რეფორმას პროვინციაში ენერგიის გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით.

ჩინეთის ანჰუის პროვინცია ცნობილია იმით, რომ ერთ დროს იყო ჩინეთის ერთ-ერთი უღარიბესი პროვინცია, რომელიც ქვეყნის გაღარიბებული რეგიონების ოფიციალური სიიდან მხოლოდ 2020 წელს ამოიღეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი