ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტა შექმნა

0
1713

ჩინეთის სახალხო ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბანკის ციფრული ვალუტა შექმნილია.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილის, მუ ჩანგჩუნის თქმით, პროტოტიპმა, რომელიც Blockchain ტექნოლიგიაზე არის დაფუძნებული, ტესტირება წარმატებით გაიარა.

ეს განცხადება მუ ჩანგჩუნმა ჩინეთის მეორმოცე ფინანსურ ფორუმზე გააკეთა.

როგორც სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილე ირწმუნება, პროექტი რთული განსახორციელებელი იყო, მაგრამ შედეგი მიღწეულია. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც კომერციული ბანკებისთვის, ისე ჩინეთის მოქალაქეებისთვის.

მისი თქმით, ეს პროექტი სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს და ფინანსურ ინოვაციას განვითარების საშუალებას მისცემს.

ცოტა ხნის წინ ჩინურმა მედია საშუალებამ, South China Morning Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ ჩინეთს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებით შეეძლო Facebook-ის ციფრული ვალუტისთვის ბაზარზე კონკურენციის გაეწია.

“ჩინეთს ასევე შეუძლია ამგვარი ვალუტის შექმნა. რატომ უნდა ველოდოთ სხვებს? სახელმწიფოს ყოველთვის უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ინტერნეტ კომპანიას”,- აღნიშნა Huawei-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი