ახლადდაარსებულ ციფრული აქტივების ბანკს უკვე 96 მილიონი აშშ დოლარის კაპიტალი აქვს

0
1408

Seba, რომელიც არის შვეიცარიაში განთავსებული ციფრული აქტივების ახლადდაარსებული ბანკი, მარეგულირებლის ლიცენზიას ფლობს და ამჟამად კაპიტალის გაზრდას ცდილობს.

ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.

როგორც ცნობილი, Seba მიზნად ისახავს 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უზრუნველყოფას, რაც 96.5 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტია. კომპანია დაკავებულია ახალი ინვესტორების მოზიდვით, მათ შორის კი მრავლად არის ფინანსური ინსტიტუტი.

SEBA Bank AG–მა ოფიციალურად მოღვაწეობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც კომპანიამ მარეგულირებლისგან, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანოსგან ლიცენზია მიიღო.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ 18 თვის განმავლობაში შევქმენით ბანკი და შევძელით ინვესტორებისგან 100 მილიონი შვეიცარული ფრანკის ოდენობის კაპიტალის მიღება”,-განაცხადა Seba–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიდო ბიულერმა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარია კრიპტოვალუტისთვის მეგობრულ ზონად არის მიჩნეული. ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აშშ, შვეიცარია და სინგაპური ციფრული ვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელ ქვეყნებად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო რუსეთი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, როგორც კრიპტო პროექტების დაფინანსებისა და განვითარებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი