შვეიცარიაში არჩევნები Blockchain-ის გამოყენებით მიმდინარეობდა

0
2329

შვეიცარიის ქალაქ ცუგის პირველი ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები, სადაც Blockchain ტექნოლოგია გამოიყენეს, წარმატებით დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც კრიპტოვალუტისთვის მეგობრული ზონა.

რაც შეეხება არჩევნებს: ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის ჩართვა მომხდარიყო და მოქალაქეებს ხმა პირდაპირ საკუთარი მობილური ტელეფონიდან მიეცათ.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დითერ მიულერმა განაცხადა, რომ “პრემიერა” წარმატებით შედგა და უკვე ტექნიკური დეტალები განხილული იქნება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

მცირე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 240 მოქალაქიდან 72-მა და ყველა მათგანი ონლაინ კენჭისყრის სისტემის შემოღებას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ცუგში კრიპტოვალუტისა და Blockchain განვითარებისათვის გლობალური ჰაბი “კრიპტო ველი” არის შექმნილი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკოსისტემების კრიპტოვალუტის, Blockchain-ისა და დისტრიბუციული ლეჯერი ტექნოლოგიების ერთ-ერთ ცენტრია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი