აშშ-ს შემოსავლების სამსახურის ყოფილი გამომძიებელი და სამმართელოს უფროსი აფრთხილებს კრიპტო მომხმარებლებს, რომ მათ 2021 წელს განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება გადასახადების გადახდის საკითხს, რადგან კანონი მკაცრდება.
შემოსავლების სამსახურს მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რათა სამოქალაქო და პოტენციური სისხლისსამართლებრივი ჯარიმები გაითვალისწინოს.
დონ ფორტის თანაავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ შემოსავლების სამსახური აქამდე ორიენტირებული იყო რესურსების მართვასა და განაწილებაზე, რაშიც უთუოდ მოიაზრება საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვა.
ეს უკანასკნელი შეიცვლება და ახლა შემოსავლების სამსახური მკაცრ სადამჯელო ორგანოდ ფორმირდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური Coinbase-ით დაინტერესდება. კრიპტოვალუტის ბირჟამ შემოსავლების სამსახურს თითქმის 13,000 მომხმარებელზე ინფორმაცია გადასცა, რომელმაც შესაძლოა, ბირჟას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
შეგახსენებთ რომ, შემოსავლების სამსახურმა თავისი საგამოძიებო შესაძლებლობები ჯერ კიდევ ზაფხულში გააფართოვა. მიზეზი კრიპტო თაღლითური გარიგებების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელის გამომჟღავნება იყო.
ივნისის ბოლოს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, ცხადყოფდა, რომ ქვეყნის შემოსავლების სამსახური გარკვეული ტრანზაქციების ანალიზს კატეგორიულად მოითხოვდა.