ნიუ-ჰემფშირის ყოფილი გუბერნატორი: ბიტკოინს შეუძლია მსოფლიოს კომერციული ოპერაციების შეცვლა

0
4137

ნიუ-ჰემფშირის ყოფილი გუბერნატორი ჯუდ გრეგი აცხადებს, რომ ბიტკოინი შეცვლის მსოფლიოს ხედვას ვალუტაზე.

გრეგი აღნიშნავს: “ტრადიციული თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს, ბიტკოინს მართლაც შეუძლია მსოფლიოს კომერციული ოპერაციების შეცვლა. ადამიანებს უნდა სწამდეთ, რომ კრიპტოვალუტას ექნება ნამდვილი ფასეულობა, რომელიც მსოფლიოს “ახალ ერაში” შეიყავნს”.

გარდა კრიპტოვალუტის შეფასებისა, ჯუდ გრეგი მსოფლიო ეკონომიკაში დოლარის მნიშვნელობაზეც საუბრობს. “რთულია წარმოიდგინო დრო, როდესაც დოლარი არ იქნება მსოფლიო კომერციის ძირითადი ელემენტი”.

ჯუდ გრეგი იზიარებს მოსაზრებას, რომ ციფრულ ვალუტასა და Blockchain-ს მნიშვნელოვნად შეუძლია საფინანსო და ტექნოლოგიური სფეროს განვითარება.

ყოფილი გუბერნატორის კომენტარები კრიპტოვალუტის შესახებ, ერთგვარი ბიძგი გახდა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის. მაგალითად, გასული წლის მარტში მეინის სენატში წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არჩევნებში სტანდარტულ ქაღალდის ბიულეტენებთან ერთად Blockchain-ის გამოყენებას ითვალისწინებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი