ყირგიზეთი მაინინგისთვის გადასახადის დაწესებას განიხილავს

0
1328

მაინინგთან დაკავშირებული კანონპროექტი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

ყირგიზეთის პარლამენტი მაინინგისთვის გადასახადის დაწესებას განიხილავს. გადასახადის დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეს კრიპტოვალუტისთვის პირველი მარეგულირებელი წესები იქნება.

ახალი საგადასახადო რეჟიმის დაწესება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყირგიზეთის რესპუბლიკის მხრიდან კრიპტოვალუტის ქვეყანაში ადაპტირებისკენ.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ყირგიზეთში ციფრული ვალუტა, როგორც გადახდის საშუალება 2014 წლიდან აკრძალულია.

მაინინგის შესახებ კანონპროექტი ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს წარადგინა, რომლის სახელწოდებაც ასეთი იყო: “საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”.

2019 წლის სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 45 კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიას შეუჩერდა. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ კომპანიებმი იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავდნენ, ვიდრე ქვეყნის სამი რეგიონი.

ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი აიტმამატ ნაზაროვი აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება არ იყო განსაზღვრული ყირგიზეთის კანონით.

როგორც ცნობილია გახდა, კომპანიების მიერ 136 მეგავატი ელექტროენერგია იყო გამოყენებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი