ფილიპინების ერთ-ერთმა ბანკმა stablecoin-ი შექმნა

0
1438

ფილიპინებში მომუშავე UnionBank-მა ფილიპინების პესოზე დაფუძნებული stablecoin-ი შექმნა.

ადგილობრივი მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს არის შემთხვევა, როდესაც ციფრულ ვალუტას ახალი საბანკო მხარდაჭერა ექნება.

UnionBank-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არვი დე ვერამ აღნიშნა, რომ UnionBank-ის მიერ გაცემული ციფრული ვალუტით შესაძლებელია ვაჭრობა და გადახის სისტემაში გამოყენება.

ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტა ხელს შეუწყობს გადასახადების გამჭვირვალედ და ავტომატურად გადახდას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კრიპტოვალუტით გადარიცხვა ქვეყნის შიდა ბანკებს შორის უკვე წარმატებით განხორციელდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ მოქალაქეები ტერორიზმის დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ გააფრთხილა.

როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგს.

ბენიამინ დიოკნომა ასევე გააკრიტიკა ბიტკოინის შესაძლებლობები. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა, რაც კრიპტოვალუტას შეუძლია მოიტანოს მაინც არსებობს რისკი. ეს კი, რა თქმა უნდა, ციფრული ვალუტის ბაზრის არასტაბილურობას უკავშირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი