ფილიპინების ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ გაფრთხილებას გამოსცემს

0
1592

ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ მოქალაქეები ტერორიზმის დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ გააფრთხილა.

როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება The Philippine Star-ი ავრცელებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბენიამინ დიოკნომა გააკრიტიკა ბიტკოინის შესაძლებლობები. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა, რაც კრიპტოვალუტას შეუძლია მოიტანოს მაინც არსებობს რისკი. ეს კი, რა თქმა უნდა, ციფრული ვალუტის ბაზრის არასტაბილურობას უკავშირდება.

ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპინების მარეგულირებელმა ციფრული აქტივებისთვის ახალი წესები შემოიღო.

“ჩვენი ამოცანა არის მკაფიო წესების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ განვითარებას. აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეკოსისტემაში ინვეესტორთა სათანადო დაცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებლის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები ციფრული აქტივის სექტორს კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებს ტრადიციულ საფინანსო ინსტიტუტებთან”,- განაცხადა Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი