ფილიპინების ეკონომიკურ ზონაში მუშაობის ლიცენზია 19 კომპანიას უკვე აქვს

0
2343

ფილიპინების მთავრობის საკუთრებაში არსებული კაგაიანის ეკონომიკურო ზონამ გამოქვეყნა სია. სიაში იმ ფინანსური ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტის კომპანიების სახელწოდებებია მოხსენიებული, რომლებიც ეკონომიკურ ზონაში მუშაობის დაწყებისთვის ლიცენზიის მიღებას ელოდებიან.

ამ ეტაპზე სულ 19 კომპანიამ მიიღო ლიცენზია.

ლიცენზია ორის სახის არის. “მთავარი ლიცენზია” საფინანსო ტექნოლოგიურ კომპანიებს და კრიპტოვალუტის ბირჟებს საქმიანობის დაწყების ნებას აძლევს, ხოლო “რეგულარული ლიცენზია” მხოლოდ კრიპტობირჟებისთვის არის განკუთვნილი.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, “მთავარი ლიცენზია” 360.000 აშშ დოლარი ღირს, ხოლო “რეგულარული ლიცენზია” 85.000 აშშ დოლარი.

ეკონომიკური ზონის კორპორატიული საბჭოს მდივანმა კეტრინ ჯოი ალემედამ ჯერ კიდევ ივლისში განმარტა, რომ ორივე ლიცენზიის ტიპი დროებითი იქნებოდა.

“კომპანია მას შემდეგ შეძლებს შეიძინოს მუდმივი ლიცენზია, როდესაც იგი ეკონომიკური ზონის მოთხოვნებს სრულად შეასრულებს”, -განაცხადა ეკონომიკური ზონის კორპორატიული საბჭოს მდივანმა.

ეკონომიკური ზონის მთავარი მოთხოვნაა, რომ ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ კაპიტალი მინიმუმ 500.000 დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, ეკონომიკური ზონა მოითხოვს ყოველ კრიპტობირჟამ ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადოს ფილიპინებში და კომპანია წაგებული, რომ არ დარჩეს ეს თანხმა უკანვე უნდა დაიბრუნოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი