19 აგვისტოს დაფიქსირებული ფასები მცირე მიმოხილვა

0
2782

კვირას, 19 აგვისტოს კრიპტოვალუტების კურსის ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა.

17 აგვისტოს იყო მცდელობები ფასების მატების. თუმცა, კრიტიკული პერიოდის დროს ბიტკოინის კურსი 6.500 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, ხოლო ეთერიუმის ფასი 300 დოლარს დიდი ხანია ჩამოსცდა.

ბიტკოინის ღირებულება ბოლო 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. კრიპტოვალუტის კურსი 6.380-დან 6.500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი სულ რაღაც ნახევარი პროცენტით შემცირდა, ხოლო ყოველთვიური დანაკარგი კვლავ 14% რჩება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი იბრძვის იმისთვის, რომ 300 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს. უნდა აღინიშნოს, რომ 17 აგვისტოს კრიპტოვალუტის ღირებულება 315 დოლარს შეადგენდა, თუმცა ამ დღის მერე ეთერიუმმა ფასის კლება განაგრძო.

ეთერიუმის კურსმა კვირის განმავლობაში 8% დაკარგა, ხოლო თვის მანძილზე ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 19 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 217 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი