16 მაისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2208

16 მაისის კრიპტოვალუტის ბაზარი ბოლო 24 საათის მონაცემებით მნიშვნელოვნად შემცირდა. კურსის ვარდნა Coinmarketcap-ის სიის, თითქმის, 100 მონეტასვე შეეხო.

11 მაისს ბიტკოინის ვაჭრობა 9.000 დოლარზე დაიხურა. ამის შემდეგ ბიტკოინის ფასმა კლება განაგრძო. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 8.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, თითქმის, 3% დაკარგა. გუშინ, ბიტკოინის ფასის მაჩვენებლი 8.288 დოლარზე იყო.

მიუხედავად ამისა, Cointelegraph-ის ფასისი ინდექსის მიხედვით, ბიტკოინმა დაცემის მიუხედავად, ბოლო 30 დღის განმავლობაში 3%-ზე მეტი მოგება მოახდინა.

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსმაც დაიკლო. კრიპტოვალუტის ღირებულება 700 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 2.31%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: დანარჩენების მსგავსად კრიპტოვალუტის ფასმა 7%-ით დაიწია. 16 მაისს ბიტკოინ Cash-ის ფასი 1.269 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ბოლო 10 დღის განმავლობაში, თითქმის, 100 მილიარდი დოლარით დაიკლო. გუშინდელი მონაცემებით, კი კაპიტალიზაცია 381 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი