კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
3023

ამ კვირაში ბიტკოინის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის კურსი 6.000 დოლარის ნიშნულს ასცდა. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ ზრდის ტენდენცია კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ბიტკოინი

ბიტკონის ფასი 17 ივლისს მკვეთრად გაიზარდა. მომდევნო წინააღმდეგობა კრიპტოვალუტას 7.750 დოლარზე შეხვდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოვაჭრეები ნაწილობრივ მოგებას 7.500 დოლარზე მიიღებენ. ამ დროს ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ აღნიშნული პოზიცია შეინარჩუნონ.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მოსალოდნელი ნიშნულებია: 8.500, 10.000 და შემდეგ უკვე 12.000 დოლარი.

ამ კვირისთვის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 6.000-სა და 7.000 დოლარს შორის შესაძლებელია ბიტკოინის კურსმა იმოძრაოს. თუმცა, ბიტკოინის კურსს ამ შუალედში გამყარებას უწინასწარმეტყველებენ და კურსის კლებას არ ელოდებიან.

ეთერიუმი

17 და 18 ივლისს ეთერიუმის კურსი 496 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ეთერიუმმა ეს პოზიცია ვერ შეინარჩუნა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო შემოთავაზებული ფასი 500 დოლარი იყო.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ ეთერიუმი 500 დოლარზე მოახერხებს ფასის გაზრდას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ, ფასები 400-დან 500 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

რიპლი

რიპლის ამ ეტაპზე 0.45 დოლარის ნიშნული უკავია. თუ რიპლი 0.45 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 29 ივლისის კურსი გაიმეორა, როდესაც ფასი 0.42 დოლარი იყო. მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 0.33 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსი გაიზრდება ფასის მომდევნო მაჩვენებელი 0.56 დოლარი იქნება.

თუმცა ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ცვლილებამდე კრიპტოვალუტაში ინვესტიცია არ განახორციელონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 850 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნა და ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 700-სა 800 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ზრდის ტენდენციისას მოსალოდნელია კურსის 838-სა 934 დოლარს შორის მერყეობა. თუ კრიპტოვალუტა ამ წინააღმდეგობას დასძლევს მომდევნო სამიზნე ფასები 935 და 1.200 დოლარია.

კლების ტენდენციისას, ანალიტიკოსები ტრეიდერებს 650 დოლარზე პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 91 დოლარის ნიშნული დაარღვია. ამიტომ ანალიტიკოსები მოელიან, რომ კრიპტოვალუტის კურსი 107 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 102-დან 107 დოლარამდე კრიპტოვალუტა ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება ფასის მოსალოდნელი ნიშნული 74 დოლარზე იქნება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ლაიტკოინის კურსი 74-სა და 107 დოლარს შორის იმოძრავებს.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ ამ დროს არ განახორციელონ კრიპტოვალუტაში ინვესტირება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი