სამშაბათის, 4 ივლისის კრიპტოვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით უფრო სტაბილური იყო. მთელი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ტაბლოებზე შეინიშნებოდა ფასების ზრდაც და გამყარების ტენდეციაც.
ამასთანავე, ბიტკოინმა მოახერხა და დაარღვია პირველი სასააზღვრო ნიშნული და 6.500 დოლარის ნიშნულს ასცდა.
4 ივლისს, ბიტკოინის კურსი 6.752 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ, თითქმის, 3%-ით შეძლო კურსის გაუმჯობესება.
რაც შეეხება მთავარ ალტკოინს: გუშინ, ერთერიუმის ფასის მაჩვენებელი 477 დოლარს აჩვენებდა. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათში 2%-ით გაიზარდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსმა მთელი კვირის განმავლობაში 8%-ით მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტის მთლიანია საბაზრი კაპიტალიზაცია დაახლოებით, 277 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 29 ივლისის კაპიტალიზაციას მკვეთრად აღემატება. 29 ივლისის კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 232 მილიარდ დოლარს შეადგენდა.