უკრაინის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბაზრის კომისია კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ ტიმურ ხრომაევმა Facebook-ზე დაწერა კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენციის შემდეგ.
ხრომაევის თქმით, კრიპტოვალუტის ინდუსტრია ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, რამაც კრიპტოვალუტის ბაზარი ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების განუყოფელ ნაწილად აქცია.
ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბაზრის კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კრიპტოვალუტის სამართლებრივი აღიარება და ფინანსური მარეგულირებლის მხრიდან ადაპტირებული მიდგომა.
ხრომაევი ვარაუდობს, რომ კრიპტო აქტივები და ოპერაციები უნდა განიხილებოდეს არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში. მან დაამატა, რომ ახალი რეგულაციები ციფრული აქტივების დინამიური ხასიათს უნდა ითვალისწინებდეს.
ტიმურ ხრომაევი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის შესახებ მიღებული წესები და რეგულაციები უნდა იყოს განსაზღვრული ეროვნულ დონეზე, რადგან საერთაშორისო სტანდარტებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.