კიევის ოლქში სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სამართალდამცავების მხრიდან მიღებული მორალური ზიანისთვის კომპენსაციას ბიტკოინში ითხოვს.
უკრაინის მოქალაქე დიმიტრი გ.-ს განცხადების თანახმად, სამართალდამცავები მასზე უკანონო ძიების ახორციელებდნენ.
უკრაინის სასამართლო პრაქტიკაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსარჩელე ტრადიციული ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, კომპენსაციას კრიპტოვალუტაში ითხოვს.
მოწინააღმდეგე მხარეს 15 დღის ვადა აქვს, რათა მოსარჩელის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას უპასუხოს.
თუ მოსარჩელე მხარე ბიტკოინით მიიღებს კომპენსაციას მაშინ, შეიქმნება პრეცენდენტი იმისა, რომ დე-ფაქტო ლეგალურ კრიპტოვალუტას ქვეყანაში გადახდის საშუალებად გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ სამართლებრივად, უკრაინაში კრიპტოვალუტის სტატუსი ჯერ არ არის განსაზღვრული. ამ საკითხთან დაკავშირებით, გასული წლის ოქტომბრიდან პარლამენტში სულ ცოტა სამი პროექტი შევიდა.
ერთ-ერთი პროექტის თანახმად, კრიპტოვალუტა განისაზღვრება ქონებად, რომლითაც შესაძლებელია ვაჭრობა. სხვა პროექტის მიხედვით, კრიპტოვალუტა ფინანსურ აქტივად მოიაზრება, ხოლო მესამე პროექტი უკრაინის საგადასახადო კოდექსის ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც კრიპტოვალუტას მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან ანთავისუფლებს.
იანვარში კიბერუსაფრთოხების შესახებ გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უშიშროების საბჭომ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც დაევალა კრიპტოვალუტის საკითხების ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
უკრაინის კიბერ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი კიბერპოლიციის ორგანო კი, კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას ემხრობა.
მანამდე, ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტა იურიდიულ ჩარჩოში უნდა მოექცეს.