უინკლევოსები: 10-20 წელიწადში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი იქნება

0
2106

ბიტკოინის მფლობელი მილიარდერი ტყუპი ძმები კამერონ და ტეილორ უინკლევოსები კრიპტოვალუტის კურსის პროგნოზისას აცხადებენ, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.

ბიტკოინის კურსის დაცემის დროს, საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 140 მილიარდი დოლარი იყო. ხოლო, 6 თებერვლის ვაჭრობისას, როდესაც ბიტკოინის გაყიდვას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, კაპიტალიზაცია 102 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა.

თუმცა, ვარდანას სტაბილური ზრდა მოჰყვა და ეს ფაქტი ძმებს აფიქრებინებს, რომ მომავალში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი იქნება. ძმები შედარებას ოქროს მომავლის კაპიტალიზაციასთანაც აკეთებენ, როდესაც ოქროს ბაზრის კაპიტალიზაცია 7 ტრილიონი დოლარი იქნება. თუმცაღა, უინკლევოსები ამბობენ, რომ ბიტკოინი აუცილებლად დაძირავს ოქროს.

“კრიპტოვალუტა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ადამიანთა შორის გარიგებებისათვის… მაგრამ როდესაც ერთი მექანიზმით შესაძლებელია მეორე მექანიზმზე სავაჭრო ოეპრაციების განხორციელბა-ეს არის ეკონომიკური ღირებულება”,- აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ბიტკოინის ირგვლივ გამართული დისკუსიის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასი 50.000 აშშ დოლარს მიაღწევს, რის შედეგადაც მთლიანი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონი დოლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი