ტექ-ინვესტორი: ბიტკოინი და Blockchain არის საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო ბიზნესში

0
2164

ტექ-ინვესტორმა ტიმ დრაიპერმა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პოზიცია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში The Economic Times-თან გააკრიტიკა.

დრაიპერს ინდოეთის მხრიდან კრიპტოვალუტის “უარყოფა” ჩინეთის მთავრობის პოზიციას აგონებს.

“თუ მე შევხვდებოდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ვეტყოდი, რომ უზარმაზარ შეცდომას უშვებს”,- აცხადებს ტიმ დრაიპერი.

დრაიპერი აღნიშნავს: “ბიტკოინი და Blockchain არის საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო ბიზნესში… ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი, სადაც მილიარდი რუპია არაეფექტურად იხარჯება გარკვეულ დოკუმენტებზე საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლი Blockchain-ს”.

ტიმ დრაიპერი ინდოეთის მთავრობას ინოვაციებისთვის საჭირო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს.

“თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრიპტოვალუტა აკრძალა, მაშინ კრიპტოკომპანიები სხვაგან უნდა გადავიდნენ. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი ინოვაციებს ახშობს ნაცვლად იმისა, რომ საჭირო გარემო შექმნას, სადაც ეს იდეები შეიძლება დაიტესტოს და ხელი შეეწყოს მათ განვითარებას.

ინდოეთის მთავრობას აქვს არჩევანი, იყოს ტრენდების მიმდევარი და მოიზიდოს მსოფლიოს საუკეთესო ინჟინრები ან დაკარგოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობა და სხვა რეგიონს დაუთმოს ადგილი”.

შეგახსენებთ, რომ ტიმ დრაიპერი ასევე ფიქრობს, რომ ბიტკოინს შეუძლია გახდეს ინდოეთის ეროვნული კრიპტოვალუტა, რადგან კრიპტოვალუტის გლობალური ბუნებიდან გამომდინარე რამდენიმე წელიწადში ციფრული ვალუტა შეძლებს, რომ ნებისმიერ ადგილას ადაპტირებული იყოს კრიპტოვალუტით ტრანზაქციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი