ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა პროექტი წამოიწყო. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია პროტოტიპის შემუშავებას აპირებს, რათა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის რეალური გამოყენების შემთხვევები შეამოწმოს.
ბანკმა თავის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სანამ იგი ციფრულ ვალუტას შემოიღებს, მანამდე ბანკი ფართომასშტაბიან შემოწმებას დაიწყებს.
პროექტი 2020 წლის ივლისში უნდა განხორციელდეს. საპილოტე ტესტირება კი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა ეფექტური გადახდის სისტემის შემოღებას ისახავს მიზნად.
საპილოტე პროგრამის შემდეგ, ტაილანდის ბანკი შეაფასებს სისტემის მიზანშეწონილობას და სხვადასხვა ბიზნეს პალტფორმაზე გადახდების მარტივად ინტეგრირების გზას.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ რიპლის ციფრული ფულადი გზავნილების სერვისი Azimo Siam Commercial Bank-თან პარტნიორობას იწყებდა.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პარტნიორობა მიზნად ისახავდა ძვირადღირებული და არასაიმედო გლობალური გადახდების გამოწვევების გადაჭრას. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პლატფორმის საშუალებით, ევროპიდან ტაილანდში გადარიცხვების მიღებას ერთ წუთზე ნაკლებ დრო დასჭირდებოდა.
Azimo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე, მაიკლ კენტმა განაცხადა, რომ მრავალი ქვეყანა ამ ტიპის გადახდის ფორმას იყენებდა.