ტაილანდის მარეგულირებელი კრიპტოვალუტით გადახდას კრძალავს

0
911

კრიპტოვალუტის ფართო საზოგადოებისთვის რეგულირებადი ბაზრის შექმნის მუდმივ მცდელობაში მყოფმა ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) კრიპტოვალუტით გადახდა აკრძალა.

პარალელურად, კომისიამ საზოგადოებას ახალი წესი შეთავაზა, რომელიც მომსახურების ხარისხისა და IT გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას კრიპტო ბიზნესებისგან, მათ შორის ბროკერებისგან და ბირჟებისგან მოითხოვს.

ტაილანდის SEC-მა რეგიონში არსებულ ბიზნეს იპერატორებს გაუგზავნა წერილი, სადაც ურჩევდა მათ, რომ კრიპტო გადასახადები 2022 წლის აპრილიდან არ მიეღოთ.

ტაილანდის ცენტრალური ბანკისა და SEC-ის მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ დაასკვნა, რომ:

”კრიპტო გადახდებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და მთლიან ეკონომიკაზე. ამასთანავე, არსებობს რისკები, როგორც ერთეული პირებისათვის, ასევე ბიზნესებსათვის.”

SEC-ის მიერ ხაზგასმული ზოგიერთი რისკი მოიცავს თანხის დაკარგვას, რომელიც გამოწვეულია ფასების ცვალებადობით, კიბერ შეტევით, ფულის გათეთრებითა და პერსონალური მონაცემების გაჟონვით.

ამ ეტაპზე ტაილანდში რეგისტრირებულ ბიზნესებს ეკრძალებათ კრიპტო გადახდების მიღების რეკლამირება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი